რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
140 - 150 განცხადება 149 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
MEGA ბეტონის ქარხანა 30 მ3 – PAN ტიპის ბეტონის ამრევით
2,000 725
თბილისი | სამშენებლო მასალები/მშენებლობა
თარიღი: 2023-07-25
გთავაზობთ გახდეთ უმაღლესი ხარისხის, გრძელვადიან მდგრად, იტალიური ბეტონის ამრევებით დაკომპლექტებულ.ბეტონის ქარხნების მფლობელი ხელმისაწვდომ ფასად. გარდა ამისა მონტაჟი და მიწოდება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უფასოდ ჩვენი კომპანიის მიერ ხორციელდება. მითითებული ფასები წარმომადგენლობითია. თქვენი საჭიროების მიხედვით სპეციალური ფასის შეთავაზების მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების წარმომადგენელს თქვენთვის სასურველ ენაზე. რატომ MEGA EXPORT & IMPORT * მარტივი კომუნიკაცია სასურველ ენაზე * დროული წარმოება - მიწოდება და მონტაჟი * უსაფრთხო ვაჭრობა ფიქსირებული ფასის გარანტიით * ექსპორტში გამოცდილი გუნდუს 24/7 დახმარება. * წარმოების პროცესის ონლაინ თვალყურის დევნების შესაძლებლობა * ტრანსპორტირების პროცესის ონლაინ თვალყურის დევნების შესაძლებლობა * უფასო ინფრასტრუქტურის მომზადების პროექტი და ტესტური წარმოება * უფასო ოპერატორის ტრენინგი * მარტივი ვაჭრობის შესაძლებლობა ლიზინგით და აკრედიტივით რატომ MEGA ბეტონის ქარხნები * ხარისხიანი პროდუქცია - ხელმისაწვდომი ფასები * ენერგო ეფექტური - მინიმალური ხარჯები * ნაკლები ინფრასტრუქტურის მომზადების და სამონტაჟო ხარჯები * მინიმალური მუშა მერსონალით მაქსიმალური მომგებიანობა * ნებისმიერ ბიუჯეტზე ორიენტირებული მართვის სისტემები * მრავალენოვანი ადვილი მართვის პროგრამები * სხვადასხვა სიმძლავრის ენერგიებზე მომუშავე ელექტრო პანელები * დაშლილი დიზაინით ეკონომიური გადაზიდვა * დაბალი შენარჩუნების ხარჯები და სათადარიგო ნაწილები ადვილად ხელმისაწვდომი ყველა ქვეყანაში * ადვილად დაშლის და სხვა ზონაში გადატანის შესაძლებლობა სპეციალური გარანტია და სერვის მომსახურება * წარმოებიდან გამომდინარე ხარვეზებზე 3 წელი გარანტია * ბეტონის ამრევის ბრონებიზე 1 წელი გარანტია * სათადარიგო ნაწილები ხელმისაწვდომ ფასად გარანტიის დასრულების შემდეგ * მინიმალური ფასნამატით გარანტიის ვადის 5 წლამდე გაზრდის შესაძლებლობა * საგარანტიო ვალდებულებების საერთაშორისო მოქმედება * გაუმართაობის მყისიერი გამოვლენა ობიექტთან დისტანციური კავშირით * მინიმუმ 10 წლიანი საწყობის ინვენტარი თითოეული სათადარიგო ნაწილისთვის * გაუმართაობის შემთხვევაში სერვის მომსახურება თურქეთში მყოფი დანადგარებზე ყველაზე გვიან 48 საათია. საზღვარგარეთ მაქსიმუმ 72-დან 120 საათამდე ინტერვენცია ჩვენს ობიექტებში განსხვავებული წარმადობის მქონე ჩვენი ბეტონის ქარხნები MEGA PROMIX 30.PA (თურქული წარმოების ამრევით) სტაციონალური ბეტონის ქარხანა MEGA PROMIX 30.PL (იტალიურიი წარმოების ამრევით) სტაციონალური ბეტონის ქარხანა MEGA PROMIX 60.TW (იტალიური წარმოების ამრევით) სტაციონალური ბეტონის ქარხანა MEGA PROMIX 90.TW (იტალიური წარმოების ამრევით) სტაციონალური ბეტონის ქარხანა MEGA PROMIX 120.TW (იტალიური წარმოების ამრევით) სტაციონალური ბეტონის ქარხანა MEGA PROMIX 150.TW (იტალიური წარმოების ამრევით) სტაციონალური ბეტონის ქარხანა MEGA PROMIX 180.TW (იტალიური წარმოების ამრევით) სტაციონალური ბეტონის ქარხანა MEGA PROMIX 200.TW (იტალიური წარმოების ამრევით) სტაციონალური ბეტონის ქარხანა თქვენს მიერ არჩეული წარმადობის ბეტონის ქარხნის ინფრასტრუქტურის პროექტი, რომელიც უნდა შესრულდეს იმ ტერიტორიაზე, სადაც უნდა დამონტაჟდდეს ქარხანა, ჩვენი კომპანიის მიერ უფასოდ გადმოგეცემათ. ჩვენი ბეტონის ქარხნის უფასო მიწოდების აქცია მოქმედებს 30/08/2023-მდე. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს სარეკლამო ვიდეოების სანახავად.
ღვინის ბარი და მაღაზია
110,384 40,000
თბილისი | რესტორნები და ბარები
თარიღი: 2023-07-25
იყიდება მოქმედი ბიზნესი ღვინის ბარი საინტერესო და განსხვავებული რესტორნის მენიუთი (ქართულ ევროპული კონცეფციით), მყურდო და მიმზიდველი ინტერიერი, ტურისტულ ადგილას, ფაბრიკასთან 5 წუთ სავალ ლოკაციაზე. ბარი არის 1 წელზე მეტი გახსნილი და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ღვინის მოყვარულ საზოგადოებაში. ბარი მდებარეობს ტურისტულ ადგილას, ჯავახიშვილის 46 ნომერში, აქვს 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება და ჰყავს მუდმივი მომხმარებელი. 100 კვ.მ. სადაც განთავსებულია სამუშაო სივრცე, (სამზარეულო) სრული ინვენტარით რაც სჭირდება რესტორნის ფუნქციონირებას, ასევე იყიდება ბრენდი, ფეისბუქი, ინსტაგრამ და Tripadvisor. ბარი ფუნქციონირებს მოქმედი ფართის მესაკუთრესთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით. ობიექის დაცვა ხორციელდება კერძო დაცვის კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით წარმოდგენილი 300 დასახელების ღვინო (როგორც ქართული ასევე ფრანგული, იტალიური, გერმანული და სამხრეთ აფრიკული) რაც განსაკუთრებულს ხდის სივრცეს. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ +995 557 000 613
ალდატო
49,673 18,000
თბილისი | კვების პროდუქტები
თარიღი: 2023-07-24
იყიდება გამართული პიცერია საბურთალოზე, მიხეილ შავიშვილის ქუჩაზე. ფართი ნაქირავებია. შეგიძლიათ გააგრძელოთ მუშაობა იქ, სადაც მდებარეობს პიცერია (ქირა 600$ თვეში. ფართი 43 კვ.მ) ან გადაიტანოთ ღუმელი და აღჭურვილობა სადაც გსურთ. ფასი 18.000$, რეალურ მყიდველთან ფასზე მოვილაპარაკებთ. ფასში შედის: - სპეციალურად დამზადებული პიცის ღუმელი შეშაზე, რომელიც გამოდგება არა მარტო პიცისათვის, გაბარიტები 2.18m x 2.08m, სიმაღლე 2.4m - ყველა საჭირო აღჭურვილობა: სათავსო, მაცივარი, ხელსაწყო - კომპანია (იურიდიული პირი დამფუძნებლის შეცვლით), (Aldato) - მაღალრეიტინგიანი ექაუნტები გლოვოზე (93%), ვოლტზე (9.4) და ბოლტ-ფუდზე პიცერიამ იმუშავა 7-8 თვე, გაყიდვები იყო ასული 30 პიცაზე დღეში. თითქმის ყველა გაყიდვები ონლაინ, რეკლამის გარეშე. გარეთ შეიძლება 2 მაგიდის დადგმა და ასევე 3 ადგილია ბართან. სამწუხაროთ ჩვენთვის ეს იყო ახალი საქმე და ვერ გავართვით თავი. გამოცდილი, მცოდნე სპეციალისტი ადვილად აამუშავებს ამ ბიზნესს. ასევე განვიხილავთ თანამშრომლობას, მაგალითად თუ თქვენ გაქვთ პიცის წარმოების გამოცდილება მზად ვართ დაგითმოთ გარკვეული წილი და მოგანდოთ პიცერიის ამუშავება და მართვა. შეგიძლიათ გვიპოვოთ ვოლტზე, გლოვოზე და ფეისბუკზე სახელით Aldato.
კირქვის მოპოვება და გადამუშავება
2,069,700 750,000
თერჯოლა | წარმოება
თარიღი: 2023-07-21
იყიდება მოქმედი კომპანია, რომელიც ორიენტირებულია კირქვის მოპოვებაზე და გადამუშავებაზე. კომპანიას საკუთრებაში აქვს 23942 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა, მასზე განთავსებული შენობა ნაგებობებით რომელთა საერთო ფართობია 8000 კვ.მ საწარმო კორპუსში განთავსებულია ულტრათანამედროვე ჩინური წარმოების ავტომატიზირებული დაფქვის ხაზი და ორი ბურთულებიანი წისქვილი. კომპანიის საწარმოდან დახლოებით 5 კმ-ში მდებარეობს 2 კირქვის კარიერი რომლის ლიცენზიებსაც კომპანია ფლობს. კომპანია მდებარეობს თერჯოლაში. ულტრათანამედროვე ჩინური წარმოების ავტომატიზირებული დაფქვის ხაზი: Zenith-ის ფირმის XZM-221 მარკის ულტრა-თანამედროვე სახეხი წისქვილი ქარხანა. დაფქვის ხარისხი მინიმალური - 20 მიკრონი დაფქვის ხარისხი მაქსიმალური - 80 მიკრონი წარმადობა 3,5 ტნ/სთ -ში. გამოიყენება ისეთი მასალების დასაფქვავად როგორიც არის: კირქვა, თაბაშირი, ბეტონიტი,დოლომიტი,ტალკი,ბარიტი,გრაფიტი.
სასტუმრო ყაზბეგი მაუნთეინს
1,241,820 450,000
ყაზბეგი | სასტუმროები
თარიღი: 2023-07-21
საოჯახო ტიპის 2 სართულიანი სასტუმრო Kazbegi Mountains განთავსებულია ყაზბეგში, სტეფანწმინდაში, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები. სასტუმროში არის 6 ნომერი , ყველა ნომერს აქვს იზოლირებული სველი წერილი. სასტუმროს გვერდით არის იზოლირებული სამზარეულო, ასევე ყველანაირი ინვენტარით. სასტუმრო ფუნქციონირებს. სასტუმროს ფართობი 240 კვ.მ., 1500 კვადრატულია მიწა. წყალი შეყვანილია, გათბობა - ცენტრალური. დამატებითი ავზი წყლის, წყლის მატორით. სარეცხი მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ღუმელი, ავეჯი, აქსესუარები  და აბსოლიტურად ყველაფერი რჩება.
მშრალი და გაყინული მცენარეების, კენკრის და ხილის საწარმო
469,132 170,000
ზესტაფონი | წარმოება
თარიღი: 2023-05-19
იყიდება მცენარეების, კენკრის და სხვა საკვები პროდუქტების საწარმო, გამოდგება სასატუმროდაც. მდებარეობა: დაბა ხარაგაული. ტერიტორია არის 4300კვ.მ.. ძირითადი შენობა არის 600კვადრატულამდე, პირველ სართულზე HACCP_ის სტანდატების მიხედვით მოწყობილია საწარმო, ხოლო მეორე სართულზე არის საძინებლები და დუშკაბინები, ასევე ორი საკონფერენციო დარბაზი, სამზარეულო, სამუშაო ოთახი და ვერანდა. ეზოში ასევე დამატებით არის 1000 კვადრატულ მეტრამდე შავი კარკასის შენობები. საკადასტროები: 36.01.31.354 - 520კვ.მ/ 36.01.31.355 - 3131 კვ.მ/ 36.01.31.356 - 649კვ.მ. თანდართული გთხოვთ იხილოთ ფოტოები. შენობა გარედან საჭიროებს მცირედ კოსმეტიკურ შეღებვას, თუმცა ძალიან ხარისხიანი და კეთილმოწყობილია შიგნიდან. გასაყიდი ფასი: 170,000 აშშ დოლარი საშუამავლო საკომისიო: 3% საკონტაქტო პირი: იოსებ კობახიძე (მესაკუთრე)

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა