რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
0 - 10 განცხადება 4 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
სმოკინგერ
393,784 147,000
ბათუმი | კვების პროდუქტები
თარიღი: 2024-04-19
ბათუმში მზა ბიზნესი. მოქმედი კომპანია, ვალებისა და სესხების გარეშე, კარგი რეპუტაციითა და ხარისხიანი პროდუქციით. კლიენტები: ძირითადად რესტორნები, ასევე რამდენიმე სუპერმარკეტის ქსელი და მაღაზიები. წარმადობა 10+ ტონა თვეში. HACCP სტანდარტიზაცია. Izhitsa z115A საკვამლე კამერები, საშრობი კამერები და Izhitsa ვაკუუმური ჩხირი, გერმანული Konti საკეპი და ლორის ჩხირი, მრავალი პერიფერიული მოწყობილობა, საცივრები და საყინულეები, სავაჭრო აღჭურვილობა, გამანაწილებელი მანქანა საცივრით და სხვა. ნედლეულის მიმწოდებელი მდებარეობს მეზობელ შენობაში, მიტანა არ არის საჭირო. ჩვენ გიდავთ ბიზნესში, გაგცემთ კონსულტაციას და გადაგცემთ კლიენტებთან ერთად. მოთხოვნისამებრ გაგიგზავნით აღჭურვილობის დეტალურ აღწერას, ფოტოებსა და ვიდეოებს.
საკონდიტრო ქსელი
1,071,520 400,000
თბილისი | კვების პროდუქტები
თარიღი: 2023-11-15
იყიდება მზა, დაარსებული ბიზნესი ორი კომერციული ფართით. 1 ფილიალი დიდ დიღომში. 110 კვ.მ მე-2 ფილიალი საბურთალოზე 40 კვ.მ. ორივე შენობა სრულად არის აღჭურვილი საკონდიტრო ნაწარმის წარმოებისთვის მანქანებითა და აღჭურვილობით. კომპანიას აქვს ჩამოყალიბებული სადისტრიბუციო ქსელი მსხვილი მყიდველებით, ასევე აქვს მანქანები, მინივენი და სედანი. ასევე მომუშავე გვერდები სოციალურ ქსელებში, დიდი გაშუქებით. ორივე შენობის ფასი მზა ბიზნესთან ერთად (ყველა აღჭურვილობის ჩათვლით)
ღვინის კომპანია
95,000 35,464
გურჯაანი | კვების პროდუქტები
თარიღი: 2023-08-12
იყიდება შპს "ქუმბათის" (ს/ნ: 428522841) კერძო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი. კომპანიის ბალანსზე არის: 1. 15,000 ლიტრი (15 ტონა) საფერავი, 2021 წლის მოსავალი. ღვინო არის 2022 წლის ლონდონის ღვინის კონკურსის (London Wine Competition 2022) გამარჯვებული და დაჯილდოებულია ვერცხლის მედლით. ღვინო ინახება 15 ტონიან უჟანგავი ფოლადის ავზში. 2. 3600 ბოთლი საფერავი, 2020 წლის მოსავალი. ექსპორტირდება გერმანიაში და პორტუგალიაში (რეექსპორტი). იყიდება თბილისში, ღვინის მაღაზიათა ქსელის 4 ფილიალში. ჩამოსხმული და ეტიკეტირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობით ბოთლებში. გამოყენებულია დასაძველებლად განკუთვნილი უმაღლესი ხარისხის კორპი - DIAM 5. გადანაწილებულია 6 ბოთლიან ყუთებში 6 პალეტზე. სრული პარტია არის საექსპორტოდ სერთიფიცირებული (VI-1) ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, გააჩნია დეგუსტაციის ოქმი და დეგუსტაციის შედეგების შესაბამისობა დადგებილია. კომპანია არის Gs1 Georgia-სა და International Beverage Network-ის პორტალის წევრი, მოჰყვება ვებ. გვერდი, ინსტაგრამ და ფეისბუქ გვერდები. შემდგომში სარეალიზაციოდ გამზადებულია 4 განსხვავებული ეტიკეტის დიზაინი 11 სახეობის ღვინისთვის. კომპანიის ფაქტობრივი მისამართია გურჯაანის რაიონი, სოფ. მუკუზანი, სადაც ღვინის საწარმოში ქირაობს სერვისს და წვდომა აქვს თანამედროვე დანადგარებთან, ათასობით ტონა მოცულობის ფერმენტატორებთან, ჩამომსხმელ ხაზთან და სხვა საჭირო დანადგარებთან, რომლებიც საჭიროა მეღვინეობის სრულ პროცესში.
ალდატო
48,218 18,000
თბილისი | კვების პროდუქტები
თარიღი: 2023-07-24
იყიდება გამართული პიცერია საბურთალოზე, მიხეილ შავიშვილის ქუჩაზე. ფართი ნაქირავებია. შეგიძლიათ გააგრძელოთ მუშაობა იქ, სადაც მდებარეობს პიცერია (ქირა 600$ თვეში. ფართი 43 კვ.მ) ან გადაიტანოთ ღუმელი და აღჭურვილობა სადაც გსურთ. ფასი 18.000$, რეალურ მყიდველთან ფასზე მოვილაპარაკებთ. ფასში შედის: - სპეციალურად დამზადებული პიცის ღუმელი შეშაზე, რომელიც გამოდგება არა მარტო პიცისათვის, გაბარიტები 2.18m x 2.08m, სიმაღლე 2.4m - ყველა საჭირო აღჭურვილობა: სათავსო, მაცივარი, ხელსაწყო - კომპანია (იურიდიული პირი დამფუძნებლის შეცვლით), (Aldato) - მაღალრეიტინგიანი ექაუნტები გლოვოზე (93%), ვოლტზე (9.4) და ბოლტ-ფუდზე პიცერიამ იმუშავა 7-8 თვე, გაყიდვები იყო ასული 30 პიცაზე დღეში. თითქმის ყველა გაყიდვები ონლაინ, რეკლამის გარეშე. გარეთ შეიძლება 2 მაგიდის დადგმა და ასევე 3 ადგილია ბართან. სამწუხაროთ ჩვენთვის ეს იყო ახალი საქმე და ვერ გავართვით თავი. გამოცდილი, მცოდნე სპეციალისტი ადვილად აამუშავებს ამ ბიზნესს. ასევე განვიხილავთ თანამშრომლობას, მაგალითად თუ თქვენ გაქვთ პიცის წარმოების გამოცდილება მზად ვართ დაგითმოთ გარკვეული წილი და მოგანდოთ პიცერიის ამუშავება და მართვა. შეგიძლიათ გვიპოვოთ ვოლტზე, გლოვოზე და ფეისბუკზე სახელით Aldato.

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა