რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
0 - 30 განცხადება 149 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
ბინგო როიალ
683,075 250,000
თბილისი | გართობა
თარიღი: 2024-05-10
იყიდება ელექტრონული ბინგო, სრულიად მოწყობილია ყველა დეტალი მხოლოდ ჭირდება მუშაობა, ასევე გვყავს მომზადებული სტაფი, მუშაობა შეგიძლიათ დაიწყოთ 1 კვირაში, ლიცენზია აღებულია და აქტიურია 2027 წლამდე, ასევე იყიდება ტექნოლოგიის დისტრიბუტორის ლიცენზიასთან ერთად, იგულისხმება ასეთი ტექნოლოგიის გაყიდვა მხოლოდ თქვენ შეგეძლებათ კავკასიაში. გაყიდვის მიზეზი, მეპატრონე ტოვებს ქვეყანას
იყიდება კომპანიის 15 % იანი წილი
123 45
თბილისი | წარმოება
თარიღი: 2024-05-08
იყიდება აქტიურად მომუშავე კომპანიის წილი, 15 % -ის ოდენობით, 45 000 დოლარად. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სასმელი პროდუქციის წარმოებას. ძირითადი ხაზია ე.წ. შეიკები, დაბალალკოჰოლური სასმელები, ასევე ვაშლის ღვინო, წვენები, ენერგეტიკულები, ლიმონათები და სხვა. ჩვენი კომპანია პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ დონეზე ქმნის მსგავს პროდუქციას. პროდუქცია უკვე შესულია საშუალო რგოლის ქსელებში, როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების დონეზეც (სპარის და იოლის ფრენჩაიზები... ასევე დრაივები, კაფეები, ბარები, კლუბები). რეალიზაციის ტემპი საგრძნობ მაღალი გახლავთ აჭარაში, თანაც ზაფხულის სეზონი ახლოვდება... ჩვენს სასმელ პროდუქტს გამოარჩევს გემოვნური არომატები, შეფერილობა, ორგანული და ბუნებრივი სურნელი და რაც მთავარია იშვიათი რეცეპტურა, რომელიც ორასამდე უნიკალურ სახეობას მოიცავს. შემოთავაზება გვაქვს დიდი ქსელებისგანაც, მაგრამ ამ ეტაპზე შპს ს არ აქვს რესურსი, დისტრიბუცია და სათანადო რაოდენობით პროდუქციის წარმოება თავის თავზე აიღოს და სწრაფად უზრუნველყოს ყოველივე ეს. გვსურს საწარმოო დანადგარების შეცვლაც, რათა წარმადობა უფრო მაღალი გავხადოთ. მოკლედ, პოტენციური მეწილე და ბიზნესპარტნიორი, როდესაც შეიძენს წილს, ის ამით განხორციელებს ბიზნესში ინვესტიაციას. ანუ მის მიერ გადახდილი წილის საფასური (წილის ნასყიდობის თანხა) თითქმის სრულად მოხმარდება კომპანიის საჭიროებებს, - დანადგარების შეძენას, დისტრიბუციის აწყობას, ბოთლებისა და ნედლეულების მომარაგებას, მუშა ხელის დამატებას საწარმოში, რეკლამირებას და პიარს და მსგავს აუცილებელ საკითხებს. წილის გაყიდვაც სწორედ ამით არის ჩვენი მხრიდან გამოწვეული, რომ გვსურს სხვა ადამიანის პროცესში შემოყვანით და ფინანსების მოზიდვით, საქმე და ბიზნესი წინ წავწიოთ და გავზარდოთ მასშტაბები. ჩვენი სასმელები მართლაც რომ ნებისმიერ კონკურენტ კომპანიას გადასჯაბნის თავისი მახასიათებლებით და მერწმუნეთ, ამ საქმეს უდიდესი პერსპექტივა აქვს. დაინტერესებული პირი, როდესაც მოვა და გასინჯავს პროდუქტს, ამაში თავადაც დარწმუნდება. ბოლოს აქვე დავამატებდი იმასაც, რომ ჩვენი კომპანიის დონეზე შესაძლებელია წარმოება არამხოლოდ სეზონური პროდუქციის, არამედ არასეზონურისაც და ერთ ერთი მთავარი უპირატესობა ესეც არის.
მენეჯერი
68,000 24,887
თბილისი | რესტორნები და ბარები
თარიღი: 2024-05-03
დიდი ლამაზი კაფე და ბარი საბურთალოზე ტექნიკურ მეტროსთან. არის 145 კვადრატული მეტრი, სამი სასადილო ფართი და ორი სამზარეულო. მოყვება 41000 ლარი სამზარეულოს ტექნიკა, პლუს 15800 ლარი ავეჯი, ჭურჭელი და დეკორი. შენობის ბოლო განახლება მოიცავს 3 ფაზის ელექტროენერგიის დამატებას დიდი სამზარეულოს აღჭურვილობისთვის და ახალი გარე საღებავისთვის. ეს კაფე მხოლოდ 3 თვეა გახსნილია, მაგრამ მას რეგულარული მომხმარებლების მიმდევრები ჰყავს და მხოლოდ 5 ვარსკვლავიანი მიმოხილვები აქვს. მფლობელები ამერიკელები არიან და მალე დაბრუნდებიან აშშ-ში. ისინი მზად არიან გაყიდონ ბიზნესი ისე, როგორც არის, ან გაყიდონ აღჭურვილობა ცალკე უფრო დაბალ ფასად. ამ ადგილის ქირა არის $800/თვეში და იჯარა გადაეცემა თქვენს სახელს. იჯარაზე დარჩენილია 4 წელი.
საბაჟო საწყობი
1,775,995 650,000
თბილისი | საბითუმო ვაჭრობა და დისტრიბუცია
თარიღი: 2024-05-01
იყიდება საბაჟო საწყობი რომელიც მდებარეობს თბილისში, შემოვლით გზაზე, ომარ ხიზანიშვილის ქუჩა, N292-ში. მიწის საკადასტრო კოდი: 72.13.33.791. მიწის ფართი შეადგენს 7925 კვადრატულ მეტრს. მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ორი შენობა-ნაგებობა. შენობა N1 ორი სართულია, მასში განთავსებულია სასაწყობე, საოფისე და სამაცივრე ფართები (708კვ. მ). სიმაღლე 10 მეტრი.  შენობა N2 წარმოადგენს დამხმარე საწარმოო ფართს (76.1 კვ.მ). გასაყიდი ფასი: 650,000 აშშ დოლარი (დღგ-ს გარეშე).
მობილური ქვის სამტვრევი დანადგარი
710,398 260,000
ახალციხე | სამშენებლო მასალები/მშენებლობა
თარიღი: 2024-04-29
კომპანია BEYAZLI GROUP’ი განაგრძობს სხვადასხვა წარმადობის მქონებ მობილური ქვის სამტვრევი დრაბილკების წარმოებას. დაგიმზადებთ სხვადასხვა წარმადობის დრაბილკებს. მობილური მობილური ქვის სამტვრევი არის იმ კომპანიებისთვის ინდივიდუალური რომლებსაც ხშირად უწევთ პროექტების სხვადასხვა რეგიონებში და ქალაქებში სამშენებლო და ზაგზაო სამუშაოების შესრულება. სპეციალურად შექმნილი ავტომატიზაციის სისტემის წყალობით, ყველა მოწყობილობას შეუძლია ერთმანეთთან სინქრონული კომუნიკაცია. უფასო დამონტაჟება და ტესტირება. 2 წელი გარანტია. 5 წლიანი უფასო სერვისი. ელ-ფოსტა: sales.ka@beyazligroup.com მობ: +90 549 325 66 64 მობ: +995 571 91 26 26
იყიდება საწარმო წისქვილით და სამაცივრე საწყობით
491,814 180,000
მცხეთა | წარმოება
თარიღი: 2024-04-28
ვყიდი 800კვ.მ. საწარმოო შენობას სოფ. ბულაჩაურში, თავისი 110 კვ.მ. სამაცივრე საწყობით და 30 ტონიანი წისქვილით. იდეალურია ფერმისთვის, ქარხნისთვის, მეფრინველეობისთვის, ყველის წარმოებისთვის, კვერცხის წარმოებისთვის, სოკოს წარმოებისთვის და სხვა. ღირს 180 000 $ არასასოფლო. დამირეკეთ, +995 591 96 20 11 , ვარ მეპატრონე
იყიდება მოქმედი მეურნეობა ფერმით, მიწებით, სასტუმროთი და სამაცივრე საწყობით
1,530,088 560,000
მცხეთა | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2024-04-28
სასწრაფოდ! ვყიდი მოქმედ მეურნეობას, სოფელ ბულაჩაურიდან 12 კილომეტრში, რომელშიც შედის: მზა ფერმა, კაპიტალური, 700 კვ.მ., + 3 ჰექტარი მიწა (საკუთარი) + უფასო საძოვრები+ პატარა სახლი. არის ასევე წიფლის და მუხის ტყე. ეს ყველაფერი ღირს 160 000$. ასევე: სახლი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც საოჯახო ტიპის სასტუმრო, ბულაჩაურიდან 12 კილომეტრში, ტყის ზონაში, ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერზე, 500კვ.მ. 4-სართულიანი, 11 ოთახიანი, 4 აივნით, 2 დასასვენებელი დარბაზით, ფანტანით, 2 მისაღებით, ავეჯით და ტექნიკით გაწყობილი, 1 ჰექტრიანი ყვავილების და ხეხილის უნიკალური ჯიშების ბაღით, უნიკალური წყაროს წყლით, (სახლშია შეყვანილი), კვება ნატურალური პროდუქტებით, (ეზოში დიდი ბოსტანია), ეს ყველაფერი ღირს 260 000 $. ვყიდი ასევე 800კვ.მ. საწარმოო შენობას სოფ. ბულაჩაურში, თავისი 110 კვ.მ. სამაცივრე საწყობით. იდეალურია ფერმისთვის, პატარა ქარხნისთვის, მეფრინველეობისთვის, კვერცხის წარმოებისთვის, სოკოს წარმოებისთვის და სხვა. ღირს 180 000 $ არასასოფლო დამირეკეთ (+995) 591 96 20 11 პატრონი ვარ
სასტუმრო კომპლექსი ბაკურიანში
4,098,450 1,500,000
ბაკურიანი | სასტუმროები
თარიღი: 2024-04-28
სასწრაფოდ იყიდება სასტუმრო კომპლექსი ბაკურიანში, ზღაპრულად ლამაზ ადგილზე, ტყის პირას. სასტუმროს წინ ჩამოდის პატარა მდინარე, რაც ქმნის განსაკუთრებულ მიკროკლიმატს და მომხიბვლელს ხდის დასვენებას როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის სეზონზე. სასტუმრო 10 ნომრიანია, 440 კვ.მ., ახალი გარემონტებული, ტექნიკა ჩაშენებულია. 4 ნომერი 1 ოთახიანია, დანარჩენი 6 დუპლექსია, თავისი პატარა მისაღებით, სვ.წერტილით, საძინებლით და სამზარეულოთი. სასტუმრო კომპლექსის შემადგენლობაში შედის ასევე გვერდით მდგომი სახლი, ავეჯით და ტექნიკით გაწყობილი 140კვ.მ., დიდი მისაღები და 2 საძინებელი, 2 სვ.წერტილი. ასევე ფასში შედის მიმდებარე 900კვ.მ.მიწა, სადაც შეიძლება სურვილის მიხედვით კიდევ რამოდენიმე კოტეჯის აშენება(ნებართვა გვაქვს), ან სასტუმროს ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარება, მაგ; აუზის მოწყობა, ბატუტის დადგმა, საქანელების, კორტების, ბადმინტონის მოედნის მოწყობა და სხვა. იდეალურად ლიკვიდური კაპიტალდაბანდებაა. დამირეკეთ, (+995) 591 96 20 11 პატრონი ვარ.
მობილური ბეტონის ქარხანა
396,184 145,000
ზესტაფონი | სამშენებლო მასალები/მშენებლობა
თარიღი: 2024-04-25
იყიდება VESS 60 მ³ / საათი – მობილური ბეტონის ქარხანა. TWIN SHAFT მიქსერი / – 1.5 მ³ მოცულობის. ჩვენი მობილური ბეტონის ქარხნები, რომლებიც გამოირჩევიან მარტივი დამონტაჟებითა და უაღრესად პრაქტიკული გამოყენებით, საშუალებას გაძლევთ უპრობლემოდ აწარმოოთ თქვენთვის სასურველი ბეტონი. გთავაზობთ შესაძლებლობას თქვენი წარმოების პროცესი გახდეს უფრო მარტივი და ეფექტური. გახდი წამყვანი სიმძლავრისა და ხარისხის სრულყოფილი ჰარმონიით და გაზარდეთ თქვენი წარმოების პერფორმანსი. ექსპორტის დადგენილი გამოცდილი პერსონალით 24 საათიანი ონლაინ მხარდაჭერა. წარმოება – მიწოდება -დამონტაჟება ვადაში. გადაზიდვების ადგილმდებარეობა ვებ საიტზე შეგიძლიათ იხილოთ. სათადარიგო ნაწილები ყველგან მოიძებნება. უფასო ინფრასტრუქტურის პროექტი. უფასო დამონტაჟება და ტესტირება. უფასო სწავლა, მობილური ბეტონის ქარხანა საოპერატორო კურსი და სერტიფიკატი. გამოცდილი სამუშაო გუნდის წყალობით დატვირთვა- გადაცემა და განბაჟების მსგავსი სამუშაოების შესრულებაში, თქვენი ჩარევის გარეშე. ყველა ამ საქმეს თავად ვასრულებთ. 2 წელი გარანტია. 5 წლიანი უფასო სერვისი. ელ-ფოსტა: sales.ka@beyazligroup.com მობ: +90 549 325 66 64 – Whatsapp – Viber მობ: +995 571 91 26 26 – Whatsapp – Viber
სათბური "გრინი"
5,464,600 2,000,000
მცხეთა | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2024-04-19
სპეციფიკაციები: მიწის საერთო ფართი: 22500 კვ.მ, სათბურის ფართი: 7200 კვ.მ (ჰოლანდიური სრულად ავტომატიზირებული). მახასიათებლები: მზის პანელები, საწყობის შენობა, სათბურის გათბობის სისტემით, ჭაბურღილი სრული მორწყვის სისტემით, ახალი ჯიშები მცენარეებისთვის, აღჭურვილობა სათბურისთვის. ღირებულების დაყოფა: ნაკვეთის ფასი: 22,500 კვ.მ * 20$/კვ.მ = 450,000$; სათბურის შენობა: 7200 კვ.მ * 160$/კვ.მ = 1152000$; მზის პანელები: 120 კვტ/სთ * 1000$ = 120000$; საწყობის შენობა: 600 კვ.მ * 150$/კვ.მ = 90000$; სათბურის გათბობის სისტემა: $100,000; ჭა და სარწყავი სისტემა: $80,000; ახალი Growbergs: 4000 ცალი * $8 = $32 000; აღჭურვილობა: $40000 მშენებლობა და რემონტი: $200,000 ოფიციალური რეგისტრაცია: $60,000 მთლიანი ხარჯები: $2,324,000 Მიმდინარე სტატუსი: დათესილია 18000 ძირი პომიდვრის ნერგი, სავარაუდო მოსავლიანობით კვ.მ-ზე 45-დან 60 კგ-მდე. მინიმალური გაანგარიშება: 45 კგ * 7 200 კვ.მ = 324 000 კგ კგ-ის ღირებულება დეკემბრიდან ივნისამდე: $6-დან $9-მდე; სავარაუდო შემოსავალი: 324,000 კგ * $6 = $1,944,000 (ერთი სეზონის მოსავალი). დამატებითი ინფორმაცია: სათბურის 20000 კვ.მ-მდე გაფართოების შესაძლებლობაა. ფასი: 2000000$
სმოკინგერ
401,648 147,000
ბათუმი | კვების პროდუქტები
თარიღი: 2024-04-19
ბათუმში მზა ბიზნესი. მოქმედი კომპანია, ვალებისა და სესხების გარეშე, კარგი რეპუტაციითა და ხარისხიანი პროდუქციით. კლიენტები: ძირითადად რესტორნები, ასევე რამდენიმე სუპერმარკეტის ქსელი და მაღაზიები. წარმადობა 10+ ტონა თვეში. HACCP სტანდარტიზაცია. Izhitsa z115A საკვამლე კამერები, საშრობი კამერები და Izhitsa ვაკუუმური ჩხირი, გერმანული Konti საკეპი და ლორის ჩხირი, მრავალი პერიფერიული მოწყობილობა, საცივრები და საყინულეები, სავაჭრო აღჭურვილობა, გამანაწილებელი მანქანა საცივრით და სხვა. ნედლეულის მიმწოდებელი მდებარეობს მეზობელ შენობაში, მიტანა არ არის საჭირო. ჩვენ გიდავთ ბიზნესში, გაგცემთ კონსულტაციას და გადაგცემთ კლიენტებთან ერთად. მოთხოვნისამებრ გაგიგზავნით აღჭურვილობის დეტალურ აღწერას, ფოტოებსა და ვიდეოებს.
პიცა ვინჩი
35,520 13,000
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2024-04-19
იყიდება პიცა ვინჩი, რომელიც ცნობილიაუგემრიელესი იტალიური პიცით, ადგილზე გვაქვს ყველა დანადგარი რაც პიცერიისათვის არის საჭირო, ყველა პროდუქტის დისტრიბუცია, ობიექტი ამჟამად მუშაობს მხოლოდ გატანა გამოძახებებზე (გლოვო, ვოლტი, ბოლტ ფუდი, ასევე გვაქვს ჩვენი საიტი), მაგრამ ობიექტს აქვს ადგილზე მიღების საშუალებაც. დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით.
სამშენებლო ბლოკის დანადგარი
450,830 165,000
გორი | წარმოება
თარიღი: 2024-04-18
იყიდება BESS მარკის PRS 800 სრულად ავტომატური ბლოკის-ფილის და ბორდიურის ცეხი. სრულად ავტომატური ოპერაციული სისტემით, ბეტონის მორევის სამუშაოები სრულდება მიწის ზედაპირზე. გათვლილია 24 საათიანი მუშაობისთვის. ასევე გვაქვს სხვადასხვა ავტომატიზაციის სისტემები და მოცულობების წარმოება. გაქვთ საშუალება მხოლოდ ყალიბის შეცვლის შემთხვევაში, აწარმოოთ: 5 სმ.-დან / 25 სმ-მდე სიმაღლის მასალა, ეს იქნება: ქვაფენილი, ბლოკი, იზობლოკი, ბორდიურები, სართულშუა გადახურვის ფილა, ბუხარის ქვა თუ ბეტონი. დღიური წარმოება (8 საათში) 8.000 ბლოკი ხოლო 550 მ² ქვაფენილი, 3.000 ბორდიური.ბუნკერის რაოდენობა/ერთ ბუნკერიანი, მართვის სისტემა ოპერატორის კონტროლით. გამოცდილი სამუშაო გუნდის წყალობით დატვირთვა-გადაცემა და განბაჟების მსგავსი სამუშაოების შესრულებაში, თქვენი ჩარევის გარეშე. ყველა ამ საქმეს თავად ვასრულებთ. სათადარიგო ნაწილები ყველგან მოიძებნება. უფასო ინფრასტრუქტურის პროექტი. უფასო დამონტაჟება და ტესტირება. 2 წელი გარანტია. 5 წლიანი უფასო სერვისი ბლოკის დანადგარი. ელ-ფოსტა: sales.ka@beyazligroup.com მობ: +90 549 325 66 64 მობ: +995 571 91 26 26 რაფიკ იზნო
ბლოკის ქარხანა ბლოკის ცეხი გასაყიდი გასაყიდი თურქული ბლოკის დანადგარი
186,934 68,416
ბათუმი | სამშენებლო მასალები/მშენებლობა
თარიღი: 2024-04-17
ნახევრად ავტომატური ბლოკის დანადგარის დაწესებულება MG6.1 ნახევრად ავტომატური ბლოკის ქარხანა ბლოკი-რიყის ქვის მანქანა: ეს არის მოწყობილობა, რომელიც ჩამოყალიბებულია მიქსერის, კონვეიერის და მანქანის ტრიოს მიერ. საჭიროებიდან გამომდინარე, ობიექტს ასევე შეიძლება დაემატოს ბუნკერი და ცემენტის სილო. ნახევრად ავტომატური ბლოკის დანადგარი შექმნილია როგორც სისტემა, სადაც შეგიძლიათ აწარმოოთ ბლოკები და მოსაპირკეთებელი ქვები იმავე დანადგარში. მისი მართვა ხდება ჰიდრავლიკური იარაღის/დგუშების დახმარებით. პლატაზე შესვლა და პროდუქტის გასვლა ხდება სპეციალურად დამზადებული ხელის ურიკები. პროდუქტს იღებენ მანქანიდან სპეციალურად დამზადებული ეტლით და ტოვებენ საშრობის ადგილზე. მანქანის მახასიათებლები აპარატის მართვა შეუძლია 3-6 ადამიანს. პროდუქტს ტოვებენ ურიკით გასაშრობად. ერთ დღეში (8 საათში) აწარმოებს 5500-6000 ცალი 20 ბრიკეტს. ერთ დღეში (8 საათში) აწარმოებს 400 მ2 პარკეტს. ის აწარმოებს 2000 საზღვარს ერთ დღეში (8 საათში). აღჭურვილობის სია MG 6.1 ბლოკის დანადგარი MG 6.1 (ბლოკი-ბორდიური) დანადგარის ელექტრო ნაწილი MG 6.1 (ბლოკი-ბორდიური) დანადგარის ჰიდრავლიკური ნაწილი პროდუქციის გადამტანი ურიკა 1 მ³ მიქსერი კონვეირის ლენტი ( 6.5 მ x 0,50 მმ x 10 მმ ) ბლოკის ყალიბის ერთ–ერთი ფორმა (ST 52) ფილა ყალიბის ერთ–ერთი ფორმა (ST 52) 16 მ³-1 თვლიანი ბუნკერი (ქვემოდან ვიბრაცია) 1 თვლიანი ბუნკერი ქვედა ნედლეულის სატრანსფერო ლენტი 3 მ MG 6.1 ნედლეულის სისტემის ელექტრონული ნაწილი. გასაყიდი თურქული ბლოკის დანადგარი, გასაყიდი ბლოკის დანადგარი, იყიდება ბეტონის საზელი, იყიდება ბლოკის დანადგარი, იყიდება ბლოკის საამქრო, იყიდება ბლოკის საჭრელი დანადგარი, იყიდება ბლოკის ცეხი, მეორადი ბლოკის ცეხი, მეორადი თურქული ბლოკის დანადგარი საკონტაქტო ინფორმაცია: ბლოკის დანადგარის დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ფასი: 69.500 $ მისამართი: თურქეთი /TRABZON საკონტაქტო ინფორმაცია: ბლოკის დანადგარის დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით WhatsApp -ზე +905352490708 VIBER- ზე +90 535 249 07 08 სოფია ამოქო ელ-ფოსტა: mussangeorgia@gmail.com
კაბადოკია
1,912,610 700,000
ბაკურიანი | სასტუმროები
თარიღი: 2024-04-17
იყიდება გარედან სრულად დამთავრებული სასტუმრო ბაკურიანში : მიწის მოცულობა : 1915 კვ.მ შენობის მოცულობა : 2143 კვ.მ მდგომარეობა : შავი კარკასი სასტუმრო შედგება : 6 დუპლექსი 17 ოთახი აუზი სპა ცენტრი სარესტორნო სივრცე ღია ტერასები სკიდეპო მეტი ინფორმაციის მისაღებად დამიკავშირდით
დიდი ტახი იყიდება
3 1
თბილისი | რესტორნები და ბარები
თარიღი: 2024-04-11
იყიდება დიდი ტახი , ფილიალებში გვაქვს დანადგარები რომელიც ბოლს აქრობს , ვამზადებთ უგემრიელეს მწვადებს და შაურმას ყველაფერს შეგასწავლით და დაგაკვალიანებთ თუ დაგჭირდათ 🐗 არ გვეჩქარება , არც რაიმე მიზეზი გვაქვს გაყიდვის უბრალოდ ... მხოლოდ რეალური და საქმით დაინტერესებული ადამიანი თუ ხართ დაგვიკავშირდით .
კარტოფილის ფრის საწარმო
0 0
ბათუმი | წარმოება
თარიღი: 2024-04-10
იყიდება სრულად ან 30 დან 50 % წილი ბიზნესის აჭარის რეგიონში დაბა ქედაში მდებარე გაყინული კარტოფილის ფრის ქარხანაში. ქარხანა აშენებულია HACCP-ის სტანდარტით, მიწა 1160 კვ.მ და მასზე განთავსებულია 700კვმ საწარმოოო და დამხმარე ფართი. საწარმო აღჭურვილია სრულად თანამედროვე დანადგარებითა და სამაცივრე მეურნეობით, განთვსებულია შოკ მაცივარი და შემნახველი სამაცივრე საკანი -18. ფასი შეთანხმებით. ტელ 514644040 555715166
ბამბუკის კბილის ჩხირების საწარმოო
0 0
თბილისი | წარმოება
თარიღი: 2024-04-10
ვყიდი ბიზნესს. ბამბუკის კბილის ჩხირების საწარმოო დანადგარებს. ბამბუკის კბილის ჩხირების საწარმო დანადგარები სრული კომპლექტი. წარმადობა 800 000 დან 1 000 000 ცალი. დანადგარები გამართული და დატესტილია. დამატებითი ინფორმაციისათის დარეკეთ ტელ 555715166 ირაკლი.
ბლოკის ცეხი
450,830 165,000
ქუთაისი | სამშენებლო მასალები/მშენებლობა
თარიღი: 2024-04-06
იყიდება BESS-ის მარკის PRS 800 სრულად ავტომატური ბლოკის – ქვაფენილის და ბორდიურის დანადგარი. ერთ ბუნკერიანი. დღიური წარმოება 8.000 ცალი 20-იანი ბლოკი. 550 მ2 ქვაფენილი და 3.000 ცალი ბორდიური. უმაღლესი ხარისხის იტალიური ბრენდის PAN მიქსერი 0.50 მ3 მოცულობის. გერმანული მარკის ელექტრო ნაწილები SCHNEIDER – SIEMENS. SCADA კომპიუტერული მართვის სისტემა. ძრავები და რედუქტორები GAMAK – WAT ბრენდის. დროული წარმოება და დროული მიწოდება. უფასო მონტაჟი და ტესტირება. 2 წლიანი გარანტია და 5 წლიანი უფასო სერვისი. სათადარიგო ნაწილების ყველგან მოძიება. 2 წელი გარანტია. 5 წლიანი უფასო სერვისი. ბლოკის დანადგარი. ელ-ფოსტა: sales.ka@beyazligroup.com მობ: +995 571 91 26 26 მობ: +90 549 325 66 64
ბლოკის ქარხანა ბლოკის ცეხი გასაყიდი გასაყიდი თურქული ბლოკის დანადგარი
59,738 21,864
ბორჯომი | სამშენებლო მასალები/მშენებლობა
თარიღი: 2024-04-04
ბლოკის ქარხანა ამზადებს ფიქსირებული ბლოკის დანადგარს, რომელიც აწარმოებს 2 ცალი 20 ბლოკს ერთ პრესში. დღეში 8 საათში 2000 ბლოკს ამზადებს. ის უზრუნველყოფს სწრაფ და მარტივ წარმოებას ჰიდრავლიკური იარაღით. ბლოკის ქარხანა თქვენთვის შესაძლებელია მიგაღწევინოთ 3 ცალი მანქანის წარმოების რაოდენობას მისი ეკონომიური ფასით. ჩვენი კამპანია მოიცავს 2 დანადგარს, 1 ყალიბს, ლენტს (3 მტ), მიქსერს (250 ლიტრი) და 2 ცალ ხელის ურიკას. ბლოკის ქარხანა ამზადებს ფიქსირებული ბლოკის დანადგარების დამატებითი ფორმის ფასი 1500$. ბლოკის ქარხანა, ბლოკის ცეხი, ბლოკის ცეხი გასაყიდი, გასაყიდი თურქული ბლოკის დანადგარი, გასაყიდი ბლოკის დანადგარი, იყიდება ბეტონის საზელი. ფასი: 22.500 $ მისამართი: თურქეთი /ტრაპზრნ/ TRABZON საკონტაქტო ინფორმაცია: ბლოკის დანადგარის დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სოფია ამოქო WhatsApp -ზე +905352490708 VIBER- ზე +90 535 249 07 08 ელ-ფოსტა: mussangeorgia@gmail.com
ბლოკის ქარხანა ბლოკის ცეხი გასაყიდი გასაყიდი თურქული ბლოკის დანადგარი
127,843 46,790
რუსთავი | სამშენებლო მასალები/მშენებლობა
თარიღი: 2024-04-04
2 ყალიბი საჩუქრად - გარანტია: 2 წელი +3 წელი საჩუქარი სულ კი 5 წელი გარანტია Mg 4.1 ნახევრად ავტომატური მანქანა შექმნილია 24 საათიანი მუშაობისთვის. ამ ბლოკის ქარხანა შესაძლებელია ყველა სახის ბეტონის მოსაპირკეთებელი ქვები, ბლოკის, სტიროქაფის ბლოკები, ბორდიურების ტიპები, ასფალტის ქვები და ბუხრის ქვები 5 სმ-დან 25 სმ-მდე სიმაღლით. ბლოკის ქარხანა კამპანიაზე მითითებული აღჭურვილობის სია რეკომენდირებულია მინი ობიექტისთვის. თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ ან დაამატოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს უახლოეს მომხმარებელთა წარმომადგენელს რათა დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღოთ ბლოკის ქარხანა შესახებ. ბლოკის დანადგარი ბლოკის დანადგარი არის მანქანა, ბლოკის ქარხანა რომელიც მზადდება ბლოკის დანადგარი და გამოიყენება სამშენებლო და სამშენებლო ინდუსტრიაში. ეს მანქანა გამოიყენება შესაბამისი ზომის მყარი, გამძლე და დეკორატიული ბლოკების დასამზადებლად. ბლოკები გამოიყენება ისეთი მიზნებისთვის, როგორიცაა ურბანული ლანდშაფტის გამწვანებაში მყარი ან გამყოფი ნიადაგი, ქვაფენილის წარმოება, ფეხით მოსიარულეთა სატრანსპორტო მოძრაობა ან ნიადაგისა და მყარი ნიადაგის გამყოფი. ბლოკის დანადგარი აწარმოებს ბლოკებს მასალების შერევით (მაგ. ქვიშა, ხრეში, ცემენტი) და ასხამს სპეციალურ ფორმებში. ეს დანადგარი უზრუნველყოფს სტრუქტურების გამძლეობას და ესთეტიკურ გარეგნობას სტანდარტების შესაბამისად წარმოებით. გარდა ამისა, ბლოკის ქარხანა ბლოკის დანადგარები ხელს უწყობს პროექტების წარმატებით დასრულებას მასალების ეკონომიურად და ეფექტური წარმოებით. ბლოკის ქარხანა, ბლოკის ცეხი, ბლოკის ცეხი გასაყიდი, გასაყიდი თურქული ბლოკის დანადგარი, გასაყიდი ბლოკის დანადგარი, იყიდება ბეტონის საზელი, იყიდება ბლოკის დანადგარი, იყიდება ბლოკის საამქრო, იყიდება ბლოკის საჭრელი დანადგარი, იყიდება ბლოკის ცეხი, მეორადი ბლოკის ცეხი, მეორადი თურქული ბლოკის დანადგარი ფასი: 44.000 ევრო მისამართი: თურქეთი /ტრაპზონი / TRABZON საკონტაქტო ინფორმაცია: ბლოკის ქარხანა და ბლოკის დანადგარის დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სოფია ამოქო WhatsApp -ზე +905352490708 VIBER- ზე +90 535 249 07 08
ავტო გასამართი სადგური (აგს) პლიუს პროფილაკტიკა
0 0
ხაშური | ავტობიზნესი
თარიღი: 2024-04-03
იყიდენა ხაშურში არა სასოფლო მიწის ნაკვეთი (პროფილაკტიკა) კომერციული დანიშნულებით. ტერიტორიაზე განთავსებულია 10 სახელოსნო (ბოქსი) გაქირავებულია ყველა. ასევე 40 კვადრატი 2 სართულიანი ავტო ნაწილების მაღაზია . ასევე შესაძლებელია ტერიტორიიდან გამომდინარე 5 ბოქსის დამატება (აშენება ) sul 3000 kvadratia ტერიტორიას აქვს აგს (ბენზინ გასამართი სადგურის) ლიცენზია რომელიც მუშაობს და იჯარით აღებული აქვს შპს პორტაპს .
ავტო გასამართი სადგური (აგს) პლიუს პროფილაკტიკა
1,502,765 550,000
ხაშური | ავტობიზნესი
თარიღი: 2024-04-03
იყიდენა ხაშურში არა სასოფლო მიწის ნაკვეთი (პროფილაკტიკა) კომერციული დანიშნულებით. ტერიტორიაზე განთავსებულია 10 სახელოსნო (ბოქსი) გაქირავებულია ყველა. ასევე 40 კვადრატი 2 სართულიანი ავტო ნაწილების მაღაზია . ასევე შესაძლებელია ტერიტორიიდან გამომდინარე 5 ბოქსის დამატება (აშენება ) ტერიტორიას აქვს აგს (ბენზინ გასამართი სადგურის) ლიცენზია რომელიც მუშაობს და იჯარით აღებული აქვს შპს პორტაპს
Mount Inn Kazbegi - სასტუმრო ბიზნესი
3,251,437 1,190,000
თბილისი | სასტუმროები
თარიღი: 2024-03-30
იყიდება შპს „Mount Inn Kazbegi”, რომელიც მდებარეობს ყაზბეგის ცენტრში, მუზეუმის მიმდებარედ ალექსანდრე ყაზბეგის 12ში და ასევე აქვს შესასვლელი ვაჟა ფშაველას ქუჩიდან. სასტუმროს ოთხ სართულიანი შენობის პირველ სართულზე განთავსებულია სივრცე რესტორნისთვის, მეოთხე სართულზე ბარი, მეორე და მესამე სართულებზე კი 12 ნომერი. სასტუმროდან არის ყაზბეგის ხედები 360 გრადუსით. მიწის ნაკვეთი 435 კვ. მეტრია, სასტუმროს შენობის ჯამური ფართი დაახლოებით 700 კვ.მ.. შენობა ექსპულატაციაში შევიდა 2018 წელს. განცხადება ეკუთვნის მესაკუთრეს.

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა